საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით გაიამართა

0
1582

ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით გაიმართა. კონცერტზე ალექსი მაჭავარიანის ნაწყვეტები შესრულდა საბალეტო სუიტიდან „ჭირვეულის მორჯულება“, და ასევე, ცნობილი სავიოლინო კონცერტი, ვახტანგ მაჭავარიანის პირველი სიმფონია „სამყაროს ჰარმონია“. სოლისტის რანგში მსმენელის წინაშე წარსდგა მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე – იგორ პიკაიზენი, რომლის დებიუტი დიდ სცენაზე 8 წლის ასაკში შედგა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. გეტყვით, რომ პიკაიზენი კონცერტებს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან მართავს, 2018 წლის სეზონზე კი მისი სასცენო გამოსვლები ნიუ-იორკისა და ლონდონის საკონცერტო დარბაზებს დაუკავშირდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here