პროექტი „მხოლოდ ქართული“ წარმატებით დასრულდა

0
1675

რუსთაველის თეატრის დიდი სცენა, ქართული მუსიკა და 10 მონაწილე. პროექტი „მხოლოდ ქართულის“ ისტორიის წერა სწორედ ასე დაიწყო. ჟიურის წევრებმა ჯერ საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიარეს, შემდეგ საუკეთესო მონაწილეები შეარჩიეს და ერთად შეკრიბეს. უპრეცედენტო პროექტიც, რომელსაც ჩვენს რეალობაში ანალოგი არ ჰყავს, ამგვარად გახდა მასშტაბური და ფართო მასისთვის ერთ-ერთი საყვარელი პროექტი. „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე არაერთი ლეგენდარული ქართველი ბუმბერაზი კომპოზიტორის სიმღერები შესრულდა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ მონაწილეები დავალებებს თავს საკმაოდ კარგად ართმევდნენ და მსმენელის წინაშე მუდმივად ღირსეულად წარსდგებოდნენ ხოლმე, თუმცა, ხომ გაგიგიათ მჯობზე მჯობი არ დაილევაო, სწორედ ამ პრინციპით, ფინალურ შოუზე მაყურებელმა პროექტის 4 გამორჩეული მონაწილე: კონსტანტინე კარანაძე, საბა კემულარია, სოფო ბათილაშვილი და ალექსანდრე მრელაშვილი იხილა. კონკურსანტებმა ფინალურ შოუზე 3 სიმღერა შეასრულეს, თუმცა ფინალური შოუ ყველაზე წარმატებული ერთადერთი დარჩენილი გოგონა კონკურსანტისთვის, სოფო ბათილაშვილისთვის აღმოჩნდა, რადგან სწორედ მან მოიპოვა გამარჯვება. ის არა მხოლოდ გამარჯვებული, არამედ რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას”, რომელიც პროექტის რადიო მხარდამჭერი გახლდათ, რჩეულიც გახდა. სოფოს კი ჰოლდინგმა საოცარი სიურპრიზი მოუწყო და საჩუქრად ორკაციანი საგზური გადასცა, არც მეტი და არც ნაკლები, ბიონსესა და ჯეიზის ტურნეზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ სოფო ბათილაშვილი ქ. ნიცაში ბიონსეს და ჯეიზის ერთობლივ კონცერტს დაესწრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here