ყველაზე მასშტაბური, საინტერესო, ყოველ წელს მოულოდნელი და სიურპრიზებით სავსე მუსიკალური პროექტი „ოქროს ტალღა“, წელს იუბილარია. რადიოჰოლდინგ „ფორტუნამ“ პროექტი ზუსტად 5 წლის წინ დააარსა. ღონისძიება კი ყოველ წელს, უფრო მასშტაბურ და საინტერესო სახეს იძენს. წელს საქართველოს, სპეციალურად “ოქროს ტალღისთვის”, ორგზის გრემის მფლობელი, ლიზა ფიშერი ეწვევა.
სწორედ დაგეგმილი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების შესახებ დღეს 12 ივნისს, ჰოლდინგში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც პროექტის ორგანიზატორებმა და პარტნიორებმა უმასპინძლეს.