პირველ ივნისს, დიდ საკონცერტო დარბაზში EMIN AGALAROV-ის სოლო კონცერტი გაიმართა. მომღერალი ქალაქ ბაქოში დაიბადა, თუმცა მისი კარიერა აქტიურად უკავშირდება რუსეთს. მისი სიმღერისადმი ინტერესი ამერიკაში უმაღლესი სკოლიდან იწყება. უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ კი რუსეთში დაბრუნდა, სადაც კვლავ განაგრძო მუსიკალური კარიერა. EMIN-ის პირველი სინგლი ალბომის “The after thunder” შემდეგ სიმღერა “Baby get Higher” იყო. EMIN-ის ერთ-ერთი პოპულარული დუეტი “Если ты рядом” არის, რომელსაც ის რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალთან, ქეთა თოფურიასთან ერთად ასრულებს. გარდა ამისა გეტყვით იმასაც, რომ EMIN-ს ერთ-ერთი სიმღერა, ცნობილმა მომღერალმა გრეგორი ლეპსმა აჩუქა, რომელიც მომღერალმა კონცერტზე შეასრულა. აგალაროვისთვის საქართველოში ეს ვიზიტი პირველია. კონცერტის დაწყებამდე ფილარმონიის ჰოლში კი მას გულშემატკივრები შეხვდნენ, სადაც მან ქართული ნაციონალური ცეკვაც იხილა.