თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის გახსნის შესახებ 2018 წლის 31 მაისს თბილისის ახლადგახსნილ სასტუმრო „სტამბაში“ პრესკონფერენცია გაიმართა. მუზეუმის სახით საქართველოს დედაქალაქს კიდევ ერთი კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ერთეული შეემატა. ეს მუზუმი პირველი ინსტიტუცია გახდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც თანამედროვე გამოსახულებაზე – ფოტოზე, ვიდეოზე და კინოზე იქნება ფოკუსირებული. ღონისძიებას “თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის” თანადამფუძნებლებმა ნესტან ნიჟარაძემ და ტუსი კაპანაძემ უმასპინძლეს, ასევე გახსნის ცერემონიაზე სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონალური დირექტორი ოლივიე ბურკი იმყოფებოდა.