ფეშენური დღეები დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მერსედეს ბენც მოდის კვირეული 6 თვით დაგვემშვიდობა. გასული 5 დღის განმავლობაში თბილისში, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა დიზანერებმა 2018/19 წლების შემოდგომა ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს.
რიგით მე-5 დღეს სალომე ღვინიაშვილმა თავისი კოლექცია წარმოადგინა. კვირეულის სტუმრებმა კი ნამდვილი პერფორმანსი იხილეს. პოდიუმზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოცეკვავე სალომე ჭაჭუა წარსდგა, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. სექსუალურ კოსტიუმში კი, როგორც ჩანს, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. რაც შეეხება კოლექციას, სამოსი საკმაოდ ქალური იყო, დომინანტი ფერი კი შავი გახლდათ, როგორც დიზაინერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ჩვენს რეალობაში ქალბატონები ჩაცმის სტილით ძალიან დაემსგავსნენ მამაკაცებს, ამიტომაც ის შეეცადა, რომ კოლექციაში ქალურობა შეენარჩუნებინა.