90-იანი წლების მეგა ჰიტი, სიმღერა, რომელზეც თაობები გაიზარდა და რომელსაც დღემდე ყველა უსმენს. სიმღერა, რომელიც მუდამ ჩვენს გონებაშია და ნებისმიერ ადგილას ვღიღინებთ, ქეთი გომართელმა ახლებური ვერსიით შემოგვთავაზა. საუბარი ჯგუფი სახეს ერთ-ერთ პოპულარულ ნამუშევარზე, „როგორ მინდა მოგეფეროზე“ მაქვს. ზოგადად, ქართველ მომღერლებს უჭირთ თამამი გადაწყვეტილების მიღება, ქეთის კი ამ სიაში ნამდვილად ვერ ჩავწერთ, რადგან მან სრული ფურორი მოახდინა და თავისი სხეული სიმღერის შესაბამისად ეკრანზე გადმოიტანა.