დადგა ის დღეც, როდესაც ჩვენს გარდერობს თვალი უნდა გადავავლოთ და 4 დღიანი ლუქი ავარჩიოთ, რადგან თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი დაიწყო. კვირეული კინოსა და თეატრის ლეგენდარული მსახიობის პროექტით „მედეა ჯაფარიძე სთაილ აიქონ“ გაიხსნა. ღონისძიება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში ჩატარდა, სადაც გაცოცხლდა კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, ასევე პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილეთ „ქეთოს სამოსი“, ყარაჩოღელებისა და სხვა ამონარიდები კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.
თბილისის მოდის კვირეული ლეგენდარული მსახიობის პროექტით „მედეა ჯაფარიძე Style icon“ გაიხსნა




