190 წლიანი ისტორია და ახალი სუნამო Guerlain-ისგან

0
1719

ქალურობის ახალი გამოხატულება კომპანია ვულე ვუსგან. მონ გერლენ ფლორალი სუნამო, რომელიც ანჯელინა ჯოლის მიერაა შთაგონებული, ვულე ვუს დახლებზე გამოჩნდა. თან ამასთან ერთად, სუნამოს პრეზენტაცია 3 მარტს, ულამაზეს გარდენიაში გაიმართა, სადაც მიწვეული სტუმრები შვილებთან ერთად იყვნენ დაპატიჟებულები. გერლენს 190 წლიანი ისტორია აქვს. 190 წლის განმავლობაში გერლენის პარფიუმერები ხუთი თაობის ნაწილად იქცნენ, რომლებიც იკვლევდნენ დედამიწის იშვიათ და ძვირფას ინგრედიენტებს. ფლაკონი, რომელშიც გერლენის ახალი სუნამოს საოცარი არომატია მოთავსებული, ბაკარას სახლმა 1908 წელს შექმნა. სუნამოს სურნელი კი გაჯერებულია მანათობელი ჟასმინის არომატით, რაც განსაკუთრებით გამოკვეთს მონ გერლენის ლავანდა-ვანილის, ჟასმინისა და პიონის აკორდს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here