ზღაპრული, იდუმალი და ექსკლუზიური. აიზენბერ პარიზმა ახალი სუნამოს ხაზი შემოგვთავაზა, რომლის პრეზენტაციაც პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა, ლუტეციამ, მედია სივრცის წარმომადგენლებს და ლუტეციის ერთგულ მომხმარებლებს წარუდგინა. მიწვეულ სტუმრებს თავად ფრანგული ბრენდის EISENBERG PARIS-ის წარმომადგენელი, ჟან ლუკ ტრონიონი შეგვხვდა, მან ახალი სუნამოს ხაზის საიდუმლოება გაგვიმხილა, რომელიც სწორედ მის არომატში მდგომარეობს. ახალი სუნამოს ხაზი დაუღალავი მოგზაურის დღიურს პარფიუმერული საიდუმლოებებით ამდიდრებს. თითეული არომატი სხვადასხვა აღმოსავლურ ზღაპარზე მოგვითხრობს.