კიდევ 15 სტუდენტი ისწავლის ფონდ “იავნანას” დაფინანსებით. სწორედ ამის გასაგებად ფონდმა მომღერლები და მედია სივრცის წარმომადგენლები მათთან მიგვიწვია და სალონური კონცერტი გამართა. სალონურ კონცერტზე, რომელიც “იავნანას” ფონდში გაიმართა, ანსამბლი „შვიდკაცა“, ოთარ ჯორჯიკია და ასევე პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი წარსდგნენ, რომელიც სწორედ ის ერთ-ერთი სტიპენდიანტია, ვინც წელს ავსტრიაში გამართულ კონცერტზე გრან-პრი აიღო.