ლეგენდარული ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია 85 წლის გახდა. კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ეროვნულმა კინოცენტრმა და საქართველოს კინოაკადემიამ რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას ცნობილ ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი – ზაზა ურუშაძე დაესწრნენ.