ფილმი საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება და სიუჟეტი 1921-1945 წლებში ვითარდება. ფილმი ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს – ცდუნებას! სურათში, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი. გადაღებები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე, პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.