ჩვენს დედაქალაქში წელს განსაკუთრებით იგრძნობოდა საახალწლო სამზადისი: სხვადასხვა ლოკაციებზე არაერთი კონცერტი გაიმართა. ამ მხრივ კი დედა ენის ბაღი შეიძლება ითქვას, რომ ყველასგან გამოირჩეოდა, რადგან მთლიანობაში 40-მდე, როგორც საბავშვო, ასევე მთავარი კონცერტი გაიმართა. ორი კვირის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა საბავშვო სივრცეებით, ატრაქციონებითა და საციგურაო მოედნით. ასევე, დედაენის ბაღში საახალწლო სოფელი ნიაზ დიასამიძემ გახსნა. ამას გარდა, როგორც დიჯეებისთვის, ასევე სპორტული ღონისძიებებისთვის ცალკე სივრცე იყო გამოყოფილი. ხვალინდელი დღეც განსაკუთრებულად ორგანიზებულია – ძველით ახალი წლისთვის დედაენის ბაღი კვლავ სამზადისშია.