ფარელ უილიამსთან და ქანიე უესტთან თანამშრომლობის შემდეგ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ცნობილმა ბრენდმა Adidas-მა ახალ სარეკლამო სახედ მომღერალი რიტა ორა მიიწვია. ამ სეზონზე დიზაინერების შთაგონების წყაროდ იაპონელი გეიშების სტილი იქცა.
კერძოდ აქცენტი იაპონური კიმონოების სტილის პრინტებიან ტანისამოსზე გაკეთდა. ფეხსაცმელიც შესაბამისად “ქეჟუალ“ ხაზშია გადაწყვეტილი. კოლექცია დღის სინათლეს 2016 წლის გაზაფხულზე იხილავს. რაც შეეხება რიტას, ეს უკანასკნელი ხშირად ჩნდება სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე. მიმზიდველი შემსრულებელი DKNY-ის სახეც გახლდათ.