ნინო გაჩეჩილაძე “იმედის“ “დღის შოუს“ აკრიტიკებს – “ხომ კარგად ხართ?“

0
140

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “იმედის“ “დღის შოუში“ სეზონური დეპრესიის შესახებ სალაპარაკოდ მიიწვიეს, შემდეგ კი მის გამოსვლას ისეთი სათაური გაუკეთეს, რომელიც შინაარსს არ შეესაბამებოდა.

“დღეს ტვ “იმედში“ ვიყავი მიწვეული სტუმრად გადაცემა “დღის შოუში“, სადაც უნდა გვესაუბრა სეზონურ დეპრესიაზე, (ასეთი ტერმინი თუ არსებობდა, არც ვიცოდი), მე ამას “ზამთრის მოწყენილობას“ ვეძახი. ცოტა ხნის წინ დაიდო გადაცემის ლინკი სათაურით “ცნობილი მსახიობის საეთერო აღსარება – ახლა კარგად ვარ“ (ანუ მე თითქოს დეპრესია მქონდა და ახლა კარგად ვარ:)))))))))))))) მე კი ვარ კარგად, მაგრამ ვინც ასეთ სათაურებს აკეთებთ, თქვენ ხომ კარგად ხართ?:))))“ – კითხულობს ნინო.

ნინოს დამ, მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ ურჩია: “თქვენ ხომ კარგად ხართ კი არა, სხვა კითხვა უნდა დასვა…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here