ქართველი მსახიობებისა თუ მოდელების თანამშრომლობა მსოფლიო ბრენდებთან უცხო რეალობას აღარ წარმოადგენს, ამიტომაც თუ თქვენ „ეფლ ვოჩის“ ახალ სარეკლამო რგოლში ნაცნობი სახე აღმოაჩინეთ არ გაიკვირვოთ, რადგან ის ნამდვილად ქართველი მსახიობი ვიკა კალანდიაა. ბუნებრივია ვიკას წარმატება ერთ-ერთი ის თემა აღმოჩნდა, რომლითაც ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, დეტალების გასარკვევად კი თავად მსახიობს შევხვდით. ვიკა იხსენებს, რომ როლზე დამტკიცებამდე რამდენიმე ტური გაიარა. ამის შემდეგ პრაღაში გაემგზავრა. ისტორია კი კონკიას ამბის მსგავსად განვითარდა. ვიკას მხოლოდ ერთ ეპიზოდში უნდა ეთამაშა, რომლითაც ვიდეო-რგოლი იწყება. მთავარ როლზე სხვა მსახიობი იყო დამტკიცებული, თუმცა როგორც ხედავთ მის ნაცვლად რეჟისორმა როლი ქართველ მსახიობს მისცა და აეროპორტიდან გადასაღებ მოედანზე დააბრუნა.