კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ დასრულდა. ბათუმი თბილისის საერთაშორისო ფესტივალის სახელით ცნობილი „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე წარდგა, რომელმაც ორკესტრთან ერთად მანუელ დე ფალიას ნაწარმოები „ჯადოქარი სიყვარული“ შეასრულა. მანამდე კი ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით მანუელ დე ფალიას ნაწარმოები „სამწვეტიანი ქუდი“ და ბეთჰოვენის მე-8 სიმფონია ააჟღერა. თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული დასკვნითი კონცერტის კულმინაცია დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის. მსმენელმა მონაწილეები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და შეძახილებით დააჯილდოვა. ნინო სურგულაძემ კი დამსწრე საზოგადოების მოთხოვნით კომპოზიცია ბისზე კიდევ ერთხელ შეასრულა.