საუკუნოვანი ისტორიის მამულში კლასიკური მუსიკის მოყვარულები წინანდლის ფესტივალმა გააერთიანა. თითო ჭიქა ღვინის დაგემოვნებისა და შთამაგონებელ გარემოში დროის გატარების შემდეგ, წინანდლის მამულში შეკრებილმა საზოგადოებამ ღია ამფითეატრში გადაინაცვლა, სადაც კლასიკური მუსიკის ბგერებმა გულგრილი არავინ დატოვა. გახსნის ცერემონიალზე გუსტავ მალერის მეორე სიმფონია „აღდგომა“ შესრულდა.