სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურებიან ერთ-ერთი ქართული მაღაზიის რეკლამას, სადაც ნაჩვენებია, რომ მათ საკუთარი მაღაზია და პროდუქცია მამაოს აკურთხებინეს.
მომღერალი დათუნა მგელაძე წერს: “აიფონ +“, სირცხვილია ეს, არც სასაცილოა და არც ორიგინალური. მე პირადად დიდი სიამოვნებით დაგიმტვრევდით ცხვირ-პირს, მეტი საღადაო ვერაფერი ნახეთ?“.
ამ თემას ეხმაურება დათუნა სირბილაძეც: “და უკვე ნაყიდ ტელეფონებს არ გადაგვიკურთხებენ?“
ხატია სიჭინავას კი განსხვავებული აზრი აქვს: “მე ვაკურთხე სალონი!!! ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაკრატლები და შამპუნები ვაკურთხე!! უკვე ზედმეტებში გადაგდით რელიგიის შეურაცხყოფა! ფრთხილად იყავით, მაინც ბევრნი ვართ მორწმუნეები და მოთმინებასაც აქვს საზღვარი!!!“