სალომე გოგიაშვილის დიეტა, რომლითაც ძველი წონა დაიბრუნა

0
526

ოთხი შვილის დედა, სალომე გოგიაშვილი საკუთარი ფიგურით კმაყოფილია. მშობიარობიდან მალე საკამოდ მკაცრი დიეტის წყალობით ჩადგა ფორმაში და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

“მოკლედ, მეგობრებო, დასრულდა ჩემი დიეტა და შედეგიც სახეზეა. ეს წონა 20 წლის ასაკში ვიყავი და ურა!..“

სალომეს უფრო მეტი დეტალის გასაგებად დავუკავშირდით.

სალომე გოგიაშვილი:

ჩემი შვილი ექვსი თვის გახდა, რაც იმას ნიშნავს, რო ექვსი თვის წინ 30 კილოთი მეტი ვიყავი (იღიმის), ახლა კი 53 კილო ვარ. ეს დიეტა საოცრებაა, მენდეთ. ახლა მასაჟებსაც ვიწყებ, მაგრამ ამ წონამდე დიეტის საშუალებით მივედი.

დიეტა კი შემდეგნაირია:

პირველი დღე: 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი
მეორე დღე: უცხიმო ხაჭო, 500 გრამი
მესამე დღე: მოხარშული ქათმის ფილე, 750 გრამი
მეოთხე დღე: მოხარშული ბრინჯი, 200 გრამი
მეხუთე დღე: მოხარშული კარტოფილი, 6 ცალი
მეექვსე დღე: შეუზღუდავი რაოდენობის ვაშლი

პარალელურად შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და ჩაი უშაქროდ, კეფირი, აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება. მარილი მინიმალური რაოდენობით.

salome gogiashvili ditea news

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here