დადგა ჯაზის მოყავრულების ერთ-ერთი საყვარელი და ნანატრი პერიოდი თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალი, რომელიც 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით გაიმართება. ჯაზის ერთგული მსმენელის მოლოდინები კი ნამდვილად გამართლდება, რადგან ახლა ჯაზ ფესტივალის ჰედლაინერი 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინია. მასთან ერთად სცენას პირველ მარტს მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიცი და ჯონათან ბარბერი დაიკავებენ. ჯაზ გიტარისტი მსმენელის წინაშე პროექტით „missouri skies and more” წარდგება, ეს სწორედ ის ალბომია, რომელიც მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა.