ინგრიდ ლაუზუნდის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “უხერხემლობა” თუმანიშვილის თეატრში გაცოცხლდა. სპექტაკლის რეჟისურაზე ირაკლი გურგენიძემ იმუშავა, მხატვარი სოფიო მარიამ ქორიძე გახლდათ, მუსიკალური გაფორმება ანი მურღულიას ეკუთვნის, ქორეოგრაფი კი კობა შონიაა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ანი იმნაძე, ანა მატუაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ბაჩო ჩაჩიბაია და ილია ჭეიშვილი.