დათო ხუჯაძისა და ეკა დალაქიშვილის გოგონა, ილა დღეს სამი თვის გახდა. ბედნიერმა დედიკომ მისი ფოტოსესია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორი ლამაზი გოგონა ჰყავთ ჯგუფ „სახის“ წევრსა და მის მეორე ნახევარს.
ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ეკა დალაქიშვილი ამბობს, რომ თავიდან ცოტა ეშინოდა, როგორ გაუმკლავდებოდა დედობას და ახალშობილის მოვლას, თუმცა ყველაფერი კარგად მიდის: „ალბათ, დედის ინსტინქტის დამსახურებაა, რომ როცა საჭიროა, მერე ყველაფერს თავისთავად აკეთებ. მართალია, ბავშვი ვერ გელაპარაკება, მაგრამ თითქოს შვილის გესმის და ხვდები, როდის რისი გაკეთება სჭირდება…“