ნინუცა მაყაშვილი თავისი გრძნობების შესახებ საჯაროდ საუბრობს და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც თავის რჩეულთან ერთად არის გადაღებული. ასევე „ინსტაგრამის“ გამომწერებს უზიარებს წერილსაც, სადაც შეყვარებულის შესახებ უმხელს საზოგადოებას:
„ზოგჯერ ადამიანს ხვდები და უბრალოდ, მასთან თავს კომფორტულად გრძნობ, თითქოს მას მთელი ცხოვრებაა, იცნობ და მასთან თავის მოჩვენება არ გჭირდება, რომ ვიღაც სხვა ხარ. მე ადამიანი, ვინც იცის, რომ მე სრულყოფილი არ ვარ, მაგრამ სრულყოფილივით მექცევა. ის, ვისი ყველაზე დიდი შიშიც ჩემი დაკარგვაა. ადამიანი, რომელიც თავის გულს მთლიანად მიძღვნის. ის, ვინც მეუბნება „მე შენ მიყვარხარ“ და ნამდვილად გულისხმობს ამას. და ბოლოს, ადამიანი, ვისაც შეუძლია, დილას ჩემთან ერთად გაიღვიძოს და არ იყოს წინააღმდეგი, დაინახოს ჩემი ნაოჭები და აჩეჩილი თმა, ამასთან, მაინც ვუყვარდე…“
შეგახსენებთ, რომ ნინუცა მაყაშილმა თავისი პირადი ცხოვრების და ყოფილ მეუღლესთან, ბესო ზანგურთან ერთად გატარებული უსიამოვნო პერიოდის შესახებ გარკვეული პერიოდის წინ „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა. მას შემდეგ ეს პირველი პოსტია ნინუცასგან, სადაც თავისი ახალი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ლაპარაკობს.