ხათუნა ჟორდანია ჟურნალ „სარკესთან“ სიყვარულისა და ორი ქორწინების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.
ხათუნა, რა იყო თქვენი პირველი ქორწინება თეკუჩა ქარსელაძესთან, რას დაარქმევდით მას?
ის იყო პირველი სიყვარული და ზურა უკანასკნელი სიყვარულია. თეკუჩა იყო კაცი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონოდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით ნინისთან მიმართებაში. მისი გარდაცვალებით ის ყველაზე მეტად ნინის მოაკლდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს ნინის იმდენს ვერ გაუბედავდნენ, რამდენსაც უბედავენ. ზურა კი ძალიან წესიერი კაცია, რომელიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბოლო სიყვარულია.
დღეს, როდესაც დაძლიეთ ეს ვერაგი დაავადება, რა გახდა პრიორიტეტი?
პირველ რიგში, მივხვდი, რომ უფრო მეტ დროს ოჯახის სხვა წევრებს ვუთმობდი, ვიდრე ზურას და სულ ნაწყენი მყავდა ჩემი ყურადღების ნაკლებობის გამო. ამიტომაც ახლა გადავწყვიტე, ვიცხოვრო ზურასთვის და მთელი ჩემი ყურადღება მას დავუთმო. მეორე მხრივ, რა იდეებიც მქონდა თავში და არ ვახორციელებდი, მინდა, ახლა განვახორციელო. დავიწყე ხატვა, სამკაულების კეთება, ავეჯის რესტავრირება, ვკერავ. ვფიქრობ, სატელევიზიო პროექტზეც. მოკლედ, ათასი გეგმა მაქვს…“