რატომ არ დაესწრო დათო ხუჯაძე ცოლის მშობიარობას: „დიდი სიხარულითა და მღელვარებით ველოდებოდი ჩემი შვილის ამქვეყნად მოვლინებას…“

0
613

დათო ხუჯაძისთვის გასული წელი განსაკუთრებით ბედნიერი გამოდგა, რადგან დაოჯახდა და შვილიც შეეძინა.

ის თავისი პირადი ბედნიერების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს:

„2021 ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბედნიერი წელი იყო. მე და ჩემმა რჩეულმა, ეკა დალაქიშვილმა ოჯახი შევქმენით და პირველი შვილი შეგვეძინა. ფეხმძიმობისას მთელმა პერიოდმა მშვიდად ჩაიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე. ამაზე კარგი და ლამაზი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?!

დღეს მამაკაცები ხშირად ესწრებიან მეუღლის მშობიარობას, თქვენც ხომ არ უყურეთ თქვენი შვილის დაბადებას?

არა. მე არ ვთვლი, რომ ეს აუცილებელია. ეს თანამედროვე ახალგაზრდობის ტრენდია. ვისაც ეს ტრენდი მოსწონს, შეუძლია, დაესწროს თავისი ცოლის მშობიარობას. მე ასეთ ტრენდებს არასდროს ავყოლივარ. დიდი სიხარულითა და მღელვარებით ველოდებოდი ჩემი შვილის ამქვეყნად მოვლინებას და ეს საქმე პროფესიონალ ექიმებს მივანდე.

დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად ცალკე ხომ არ გადახვედით?

ჩვენ დიდი სახლი გვაქვს და ერთად ვცხოვრობთ მთელი ოჯახი, როგორც კარგ ქართულ ოჯახს შეეფერება. მიყვარს ჩემი სახლი, ჩემი მშობლები, ტრადიციებს პატივს ვცემ და არ ვაპირებ მშობლების მიტოვებას. მეუღლე ჩემს აზრს იზიარებს. ასე რომ, ვცხოვრობ წესისა და რიგის დაცვით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here