რეპერ მასტერს ახლახან კოვიდი დაუდასტურდა. რეპერი თავს კარგად გრძნობს და ფიქრობს, რომ დაავადებას პოზიტიური მუხტით უნდა გაუმკლავდეს.
მან ახალი სიმღერა შემოგვთავაზა, რომელიც სწორედ კოვიდით დაინფიცირების შემდეგ დაწერა. კომპოზიცია ძალიან სახალისო გამოვიდა. მასტერი ჰყვება, რა რჩევებს ითვალისწინებს და როგორ ბერავს ბუშტებს ფილტვების გასავარჯიშებლად.