ნინი ბადურაშვილი: „თავიდან გიორგი გილიგაშვილს ტექსტისთვის მივმართე, თუმცა შემდეგ დუეტი გამოგვივიდა…“

0
524

ნინი ბადურაშვილმა უკვე დაასრულა ახალ კლიპზე მუშაობა, რომელსაც „პრაიმშოუს“ დასრულებისთანავე, „იმედის“ ეთერში, 28 ივლისს ვიხილავთ.

ფერადი საზაფხულო კლიპის გადაღებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ის იუგო მორისის სტუდიამ გადაიღო.

ნინი ბადურაშვილი:

„სიმღერის სახელწოდებაა „მე შენ მი…“, ანუ მე შენ მიყვარხარ. მელოდია ჩემი დაწერილია, ხოლო ტექსტისთვის გიორგი გილიგაშვილს მივმართე. როცა ტექსტი მაჩვენა, მინდოდა, მას რეპის ნაწილი ჩაეწერა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომმ დუეტი შედგა, რადგან იმღერა კიდეც (იღიმის). სიმღერის არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, რომლის იქით გზა არ მიდის (იღიმის).

კლიპში, ჩემთან ერთად მოცეკვავეებიც მონაწილეობენ ირაკლი ფიფიას სტუდიიდან, ასევე გიორგი გილიგაშვილის დებიც გადავიღეთ, რომლებიც ასევე ცეკვავენ. ქორეოგრაფიის ავტორი ირაკლი ფიფია გახლავთ.

რაც შეეხება კლიპს, მასში ამბავი არ არის მოთხრობილი, უბრალოდ, კამაზ, ფერად კადრებზეა აგებული. გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ჯერ „შუაგულში“, შემდეგ ილუზიების მუზეუმში, მესამე დღეს კი კადრები ჩემ გარეშე აიღეს.

რაც შეეხება ჩემს ჩაცმულობას, კლიპიდან გამომდინარე ავარჩიეთ ჩემი გარდერობიდან…

მინდოდა, საზაფხულო ნამუშევარი შემეთავაზებინა მსმენელისთვის. თუ არ ჩავიკეტებით, კონცერტებზეც შემოგთავაზებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here