სალომე ღვინიაშვილი თურქეთში ისვენებს. მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი „ინსტაგრამის“ გამომწერებს თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე გადაღებულ ფოტოებს უზიარებს.
სალომეს უკვე ძალიან კარგი რუჯი აქვს, რომელზეც შესანიშნავად იხდენს თეთრ შორტსა და საცურაო კოსტიუმს, ღია ფერის მოსაცმელთან ერთად.
სალომე ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „ზაფხულო, მიყვარხარ!..“