მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ახლახან დაბადების დღე აღნიშნა. მას ამ დღის აღსანიშნავად უზარმაზარი ვარდების თაიგული გამოუგზავნეს. თეთრი ვარდების თაიგულით ფოტოები შორენამ თავის „ინსტაგრამ“-გამომწერებს გაუზიარა. როგორც ჩანს, იუბილეზე ყვავილები მან თავისი რჩეულისგან მიიღო.