10 ივლისს, ბეთანიის გრანდიოზულ სცენაზე ნატო გელაშვილი და მის შვილები წარდგებიან. ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები დედასთან ერთად საინტერესო რეპერტუარს შემოგვთავაზებენ. აღსანიშნავია, რომ ამ კონცერტით ბეთანიაში დიდი სცენა გაიხსნება. ღია ცის ქვეშ ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.