სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და დიდ მადლობას უხდის ყველა ნაცნობსა თუ უცნობს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ამბავი. შეგახსენებთ, რომ ვესტიბულარულ აპარატთან დაკავშირებული დიაგნოზი მას მცირე ხნის წინ დაუდგინეს, საბედნიეროდ, ანთება ჩახრა და მკურნალობამ შედეგი გამოიღო.
სალომე წერს:
„კიიიი, ნამდვილად უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს არაა უბრალოდ ნათქვამი, ან წამიერად ნაფიქრი, ამას სულ ვგრძნობ და სულ აღვნიშნავ ხოლმე. მუდმივად მაქვს მადლიერების გრძნობა იმ ადამიანებისადმი, ვისთვისაც „არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში“ და ყოველთვის უანგაროდ და მთელი გულით გამოხატავენ ჩემდამი უდიდეს სიყვარულს, არ ვიცი, ეს ამ დოზით რით დავიმსახურე, მაგრამ ასეა და გულის ხეთქვამდე მადლიერი ვარ ამისთვის.
არ მიყვარს მოვლენების კიდევ უფრო დრამატიზება, პირიქით, ცხოვრებაში სულ რაღაცების გამარტივებაში ვარ, თუმცა მარტივი დღეები ნამდვილად არ გამომივლია… ახლა კი ისე კარგად ვარ, თქვენ რომ გინდათ და მოითხოვთ ჩემგან და კიდევ უფრო თავიდან და ბოლომდე და ბოლოდან და თავამდე სავსე ვარ სიყვარულით…
არც კი ვიცი, ეს ერთი სიტყვა „მადლობა“ თუ ყოფნის იმას, რასაც ვგრძნობ და მინდა ვთქვა, მაგრამ ეს მაინც ხომ უნდა გითხრათ? ყველას, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, უცნობს, ნაცნობს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს, რომელმაც ასე საკუთარი პრობლემასავით მიიტანეთ გულთან ჩემი ჯანმთელობის ამბები… მიყვარხართ გულწრფელად და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი რამე დამანახეთ“.