სალომე გოგიაშვილი თავისი საოცარი ინტუიციის შესახებ ამჯერად „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემაში ჰყვება და აღნიშნავს, რომ მისი წინათგრძნობა არაერთხელ გამართლებულა.
„ჩემი ინტუციის ის ვიდეო კია გავრცელებული, მაგრამ შეცდომა დამემართა, გადაცემაში მოვყევი, რომ საოცარი ინტუიცია მაქვს, მაგრამ ვერ გავთვალე, რომ პრეისტორიაც მომეყოლა. როცა ამოვიჩემებ, რომ შვილები სადღაც არ უნდა გავუშვა, არაფრით არ უნდა წავიდნენ. ერთ ექსკურსიაზე ასე დავიჩემე, რომ არ გავუშვებდი, დედამ, მეგობრებმა გამლანძღეს, მარტო შენ ხომ არ გიყვარს შენი შვილებიო. ავტეხე მაინც ერთი ამბავი, ჩავხტი ჩემს მანქანაში და უკან გავყევი. წინ მოდიოდა რაფი, რომელიც დაგორდა და ხრამში გადავარდა… უბედურება იყო, ისეთი ამბავი დატრიალდა… კიდევ კარგი, რომ არავის არაფერი დაემართა. ის ბავშვები მე გადმოვისვი მანქანაში, ყველა ჩამოვიყვანე. თუ ამოვიჩემე და ვამბობ არას, უკვე სახლშიც მიჯერებენ…“