მერაბ სეფაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ფულისა და ფინანსების თემაზე საუბრობს და აღნიშნავს:
„მომჭირნე ნამდვილად არ ვარ… ერთი რამ ნამდვილად ვიცი, სწორად დაგეგმვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ რაც უნდა კარგად დაგეგმო, ვფიქრობ, აზრი არ აქვს იმ ფულის შენახვას, თუ მისგან სიამოვნება არ მიიღე და სხვასაც არ მიაღებინე. მე სულ ასე ვიცხოვრე. ვცდილობდი, მეც მიმეღო სიამოვნება და ჩემთან ერთად სხვასაც. არც მქონია იმდენი, რომ ბევრი შემეგროვებინა, მაგრამ არც მომწონს მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერზე უარის თქმის სანაცვლოდ შეგროვება. ხვალინდელ დღეზე ყოველთვის ვფიქრობდი, მაგრამ პანდემიას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და გავითვალისწინებდი – ეს კოშმარულ სიზმარს ჰგავს…“