მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი 24 ივნისს დაბადების დღეს აღნიშნავს. მას 29 წელი შეუსრულდა. ანდრიამ ეს დღე შესანიშნავ გარემოცვაში, მეუღლესთან, მაიკო ვაწაძესთან და ახლად დაბადებულ ვაჟთან ერთად გაატარა.
ანდრიამ გამომწერებს ოჯახური ფოტო „ინსტაგრამზე“ გაუზიარა და დაწერა:
„ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე ჩემს ცხოვრებაში❤
P.S. მადლობა ყველას ამდენი თბილი მოლოცვისთვის…“