პაატა ხაჩიძე: „ურთიერთობაში მესამე პირი შემოიჭრა. მაშინ ჩვენ უკვე სამი შვილი გვყავდა და მაქსიმალურად ვეცადე, ოჯახი შემენარჩუნებინა. ლილემ წასვლა გადაწყვიტა…“

0
411

„ქუჩის ბიჭების“ წევრი, პაატა ხაჩიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი პირადი ცხოვრებისა და მეუღლესთან შექმნილი პრობლემების შესახებ საუბრობს და ამბობს:

„30 წლის აღარ ვარ, ბევრი ისეთი გაკვეთილი გავიარე, რომელიც მამაკაცმა უნდა ნახოს ცხოვრებაში და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, რა შეცდომები უნდა დაუშვა და რა – არა. მარტო ჩემს თავს ვერ დავაბრალებ ამ მომენტს. როცა ლილეზე დავქორწინდი, მაშინ „ქუჩის ბიჭები“ პიკში იყო. საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი გვყავდა და მათ შორის მე ჩემი მეუღლე ავარჩიე. ლილე განსაკუთრებული იყო. ვცდილობდი, ოჯახი ჩემთვის პირველ ადგილას ყოფილიყო და ეს რვა წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ ხდება უსიამოვნებები და ჩვენ ორწელიწად ნახევარზე მეტი აღარ ვიყავით ერთად, ურთიერთობაში მესამე პირი შემოიჭრა. მაშინ ჩვენ უკვე სამი შვილი გვყავდა და მაქსიმალურად ვეცადე, ოჯახი შემენარჩუნებინა. ლილემ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კვლავ ერთად ვყოფილიყავით და საბედნიეროდ, დღეს ისევ ოჯახი გვაქვს. ეს პერიოდი ძალიან რთულად მახსენდება. ჩემი გადმოსახედიდან, ვერ ვიტყოდი, რომ მარტო ჩემი ბრალი იყო, მგონი, ეს ორივეს ბრალი იყო. ჩვენს შერიგებაში ძალიან დიდი როლი შვილებს მიუძღვით, ახლა ვცდილობთ, ყველაფერი კარგად გვქონდეს…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here