ვიდეო: ნუცა ბუზალაძე: „ჩემი სამწლიანი ურთიერთობის დასრულება ძალიან განვიცადე. მეორე დღეს რუსულ პროექტში გამოვდიოდი და საგრიმიოროში ვიტირე…“

0
367

ნუცა ბუზალაძე თათია შარანგიას „სთორის“ ესტუმრა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. გარკვეული პერიოდის წინ ნუცა აქვეყნებდა ფოტოებს თავის რჩეულთან ერთად, თუმცა როგორც დღეს ამბობს, ეს ურთიერთობა დასრულებულია.

მომღერალმა აღნიშნა:

„თუ ბიჭმა მაგრძნობინა, რომ კონკურენცია მაქვს სხვა გოგოსთან, საერთოდ არ მომინდება ასეთი ურთიერთობა. იქაც თუ არ ვიგრძენი პირველობა, არ მინდა. თუ ურთიერთობაში ქალს უწევს ბრძოლა, ის კაცი ქალის ღირსი არ არის.

ჩემს ცხოვრებაში პირველი სიყვარული 19 წლის ასაკში გაჩნდა. ძალიან საყვარელი ვარ შეყვარებული. უფრო გიჟი ვხდები. შემიძლია, არაადეკვატური რაღაცები გავაკეთო.

სულ ცხოვრებაში მქონდა  ორი ურთიერთობა, პირველი იყო ნამდვილი სიყვარული, მეორე არა და ორივეს დასრულება ჩემი ბრალი იყო. მე ძალიან სწრაფად ვვითარდები და თუ ადამიანი ვერ მომყვება, ინტერესს ვკარგავ და სიყვარულიც ქრება.

ლიდერი შემიძლია ვიყო საქმეში, ურთიერთობებში არ ვარ, რადიკალურად სხვანაირი ვარ, მაგრამ განვითარებაზე ვსაუბრობ. უნდა მომყვებოდეს ადამიანი, მერე თვითონ აღარ მსიამოვნებს იმ ურთიერთობაში დარჩენა, ძალით ვერაფერს ვაკეთებ. სამწუხაროდ, ორივე ურთიერთობა ჩემ გამო დასრულდა…“

თათია შარანგიას კითხვაზე, როგორ დაასრულა სამწლიანი ურთიერთობა, ნუცამ ასე უპასუხა:

„ძალიან განვიცადე. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მეორე დღეს მქონდა გამოსვლა რუსულ პროექტში, სადაც ასი კაცი ადგა. მახსოვს, ნამტირალევი ვიყავი და მაკიაჟსაც რომ მიკეთებდნენ, მაშინაც ვტიროდი. მაგრამ მაგას ვამბობ, რომ შემიძლია კარეირაში სხვა ვიყო და პირადში სხვა…“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here