ქეთა თოფურიამ ქალიშვილის, ოლივიას ექვსი წლის იუბილე საქართველოში აღნიშნა და თავისი მეგობრები მიიწვია შვილებთან ერთად.
ოლივიას პატარა მეგობარი კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავის ქალიშვილია. თაკო გაჩეჩილაძე და ქეთა თოფურია ბავშვობიდან ახლო მეგობრები არიან და როგორც ჩანს, მათი ქალიშვილებიც ასე იქნებიან.
თაკომ ქეთას წყნეთის სახლში ახლახან წვეულებაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მისი ქალიშვილი ქეთას გოგონასთან ერთად არის გადაღებული.