„ა სტუდიოს“ სოლისტი, ქეთა თოფურია თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ მუსიკალური პროდიუსერის, ნატო დუბაძის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. სწორედ მან გააზიარა ქეთასთან ერთად გადაღებული ფოტო მინაწერით: „ჩამოვიდა“.
ქეთა თოფურია ყოველ ზაფხულს საქართველოში ატარებს ხოლმე და სხვადასხვა ადგილს სტუმრობს. მას ძალიან უყვარს კერძო სახლში დასვენება, რომელიც წყნეთში აქვს.