მოდელ ანა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძეს უსაყვარლესი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც მშობლებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ იყო. ანა ცნობილი ფეხბურთელის, მურთაზ შელიასა და მოდელისა და ტელეწამყვანის, ლიკა კვარაცხელიას შვილი გახლავთ. აეროპორტში ჩამოსულ წყვილსა და მათ პატარა გოგონას მთელი ოჯახი დახვდა. ამ შეხვედრით განსაკუთრებულად ახალგაზრდა ბებია, ლიკა კვარაცხელია აღფრთოვანდა. მან „ინსტაგრამზე“ შვილიშვილთან ჩახუტებული ფოტო გამოაქვეყნა.