გურამ კაშია: „აუცილებელია, მამამაც აკეთოს იგივე, რასაც დედა აკეთებს: გამოუცვალოს შვილს საფენები, აჭამოს, აბანაოს…“

0
358

წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია ჟურნალ „O.K.“-ს ახალ ნომერში მამობის შესახებ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ პატარა ალესანდრაზე ზრუნვას მეუღლესთან, თამთა გიგაშვილთან ერთად კარგად ართმევს თავს.

გურამ კაშია:

„მეც და ჩემი მეუღლეც უდიდეს დროს ვუთმობთ ალესანდრას აღზრდას… მისი მოვლის პროცესში, როცა პატარა იყო, მე და ჩემი მეუღლე თანაბრად ვიყავით ჩართული. ამას მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ მამის ვალდებულებაა და აუცილებელია. მე თვითონ მსურდა ეს და მომწონდა. მინდოდა, ეს გამოცდილებაც მიმეღო, რადგან მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მამამაც აკეთოს იგივე, რასაც დედა აკეთებს: გამოუცვალოს შვილს საფენები, აჭამოს, აბანაოს… თავიდანვე ჩემი მიზანი იყო, ბავშვზე ზრუნვის ეს ნაწილი გამევლო და მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ყველაფერში ჩართული ვარ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი შვილის გვერდით ყოფნა…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here