„პირველი არხის“ მეგაშოუს, „ვოისის“ გამარჯვებული ივანიშვილი გახდა. ის სტეფანეს გუნდს წარმოადგენდა. მუსიკალური შოუს გამარჯვებული ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა და უპასუხა კითხვას, რომელიც მის გვართან დაკავშირებით მაყურებელს გაუჩნდა.
მაგდა ივანიშვილი:
„ვფიქრობ, დედის გვარზე ხომ არ გადავიდე (იცინის). ბიძინას ნათესავი არ ვარ, საერთოდ არაფერი მაკავშირებს. საჩხერელიც არ ვარ, საგარეჯოდან ვარ და არანაირი შეხება არ მაქვს მასთან. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. ადრეც, სადაც მიმღერია, ამაზე ყოველთვის კეთდება აქცენტი. ახლაც ამბობენ, ივანიშვილია და გაიმარჯვებდა, აბა, რაო (იცინის). რა გავაკეთო, არ ვიცნობ საერთოდ მას და არც იმაში ვარ დამნაშავე,მ რომ ამ გვარის ვარ (იცინის)“.