ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში მომღერალი ლელა წურწუმია მივიდა. მან ჩინური ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ვაქცინაციის პროცესი ფოტოზეა ასახული, რომელიც კლინიკის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ახლახან გამოქვეყნდა.
„დროულად გამოცხადდა, გაიარა შესაბამისი პროცედურები, აიცრა, წასვლამდე მედიკოსებს მადლობა სიმღერით გადაუხადა და მომდევნო აცრამდე დაემშვიდობა…“, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.