რუსუდან მუმლაძე: „მარინა ჩემი დაქალი არასდროს ყოფილა!.. ფარდას ავხდი სიმართლეს, რატომ და რისთვის მოხდა ეს ამბავი…“

0
515

მარინა ბერიძის ექსმეუღლის, ზურა ლალიაშვილის მეორე ცოლი, მომღერალი რუსუდან მუმლაძე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

„ჯერ არ ვაპირებდი  ამ პოსტის გამოქვეყნებას, ველოდებოდი, ვინ რა დოზით აიხევდა სახეს!

მაგრამ  დროულია!

გამგებმა გაიგოს!

მე არ მინახავს, თუმცა რა თქმა უნდა, მოდის ინფორმაცია ჩემამდე.

ნუ, გადაცემის  შემდეგ რომ ნოკაუტში ჩავარდნენ,  გასაგებია. თურმე ისეთებიც, ვინც საკუთარ უახლოეს  მეგობარს, სამი მცირეწლოვანი ბავშვის 25 წლის  დედას, ქმარი ლამის ” ნათლობიდან” აართვა და ახლა მისგან შვილს ელოდება. თურმე, კიდევ ყოფილა ბევრი „იქ“ ასეთი!

სხვათა შორის, მარინა ჩემი “დაქალი” არასოდეს ყოფილა:))

ჩემი შერყევა და დაღლა იოლი არ არის!

მტერი ვერას დამაკლებს! შინაგანად საკმაოდ ძლიერი ვარ!

რაც მეტს ილანძღებით, მეტ სტიმულს მაძლევთ, კიდევ უფრო მეტად ავხადო ფარდა სიმართლეს, (რომელსაც ჯერ კულუარულად ვინახავ), ვიდრე გადაცემაში მოისმინეთ! თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს ამბავი… მით უარესი იქნება თქვენთვის და უკეთესი ჩემთვის!

ასე რომ სანამ, დროა, დ ა ო კ დ ი თ!

ჩემს  მეგობრებს და კეთილისმსურველებს, სრულიად უცხო ადამიანებსაც კი  მოგმართავთ:

უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებებისთვის, რომელსაც პირადად მწერთ ყველგან!

პ.ს. მინდა გითხრათ, მეჯავრება მსგავსი პოსტები, თუმცა მომიწია…

მე მაპატიეთ. ეს არის პირველი და უკანასკნელი!“

შეგახენებთ, რომ რუსუდან მუმლაძემ „ფარულ კონვერტში“ პირველად ისაუბრა ზურაბ ლალიაშვილთან რომანის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here