მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ სხვადასხვა ზოგად თემაზე დასმულ კითხვას პასუხობს, მათ შორის, იმას, რა არის მისთვის სიყვარული.
გიორგი გასვიანი:
„სიყვარული ჩემთვის არის მარიტა, რომელიც არის ლამაზი, მშვენიერი და საყვარელი. მან მომიტანა ისეთი შეგრძნებები, მგონია, ზუსტად მას ველოდებოდი ამდენი ხანი. გულწრფელი ბედნიერების შეგრძნებები მომიტანა. ეს რომ არ დამენახა, არ გადავწყვეტდი თანაცხოვრებას. ჩემიანია, ჩემნაირია, ოღონდ ქალია… ხანდახან მგონია, რომ ჩემი ნეკნია (იცინის)“.