დიდი ხანია ჯგუფ “Sonador”-ის შესახებ ახალი არაფერი გვსმენია, თუმცა მისი ვოკალისტი, ბექა პიტაშვილი ცოტა ხნის წინ ახალი პროექტით დაუბრუნდა მსმენელს და ახალი კლიპიც შესთავაზა. როგორც თვითონ ამბობს ჯგუფი მცირეხნიან პაუზას იღებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისგან მუსიკალურ სიახლეებს ვეღარ გავიგებთ. უფრო დაწვრილებით სამომავლო გეგმების შესახებ თავად ბექა მოგვიყვება…
მიუხედავად იმისა, რომ არ ქმნი კომერციულ მუსიკას შენს ჯგუფს მაინც ჰყავს თავისი მსმენელი, რა სიახლეებს შესთავაზებს უახლოეს მომავალში მსმენელს ჯგუფი “Sonador“
– ვთვლი რომ ხელოვნება არ არის პროდუქტი რითიც უნდა ივაჭრო, უამრავი ადამიანი ვიცი ვინც ქმნის მუსიკას, რომელიც ახლოსაც კი არ არის მის გემოვნებასთან. ჩემი პროდუქტის არაკომერციულობის მიუხედავად, მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ვასრულებ იმ ჟანრს რაც მე მართლა მიყვარს, ვიღაც მიიღებს ვიღაც არა. ვთვლი რომ ხარისხიანი კომერციის შექმნასაც ცოდნა და გამოცდილება სჭირდება მაგრამ საქართველოში ეს ძალიან იშვიათია.
ჯგუფს რაც შეეხება გეგმები შეგვეცვალა ,რამდენიმე წელი ჯგუფი დაიშლება რდგან მე მაქვს სხვა გეგმები, მადრიდში მივდივარ სასწავლებლად და სწავლის პარალელურად მუსიკალურ კარიერას მივხედავ, ვფიქორბ Sonador კარგი საძირკველია, რაც მე დამეხმარება მომავალში, ვთვლი რომ რაღაც უკვე შევქმენით, ასე რომ ესპანეთს ხელცარიელი არ ვესტუმრები.
როგორც ვიცით “Sonador“-ის გარდა ბოლო დროს მუშაობ ახალ პროექტზე და უკვე კლიპიც გადაიღე გიორგი სირაძესთან ერთად…
– გიორგი სირაძე უნიჭიერესი მუსიკოსია, გიორგის შემოქმედებას წლებია ვეცნობი და ვთვლი რომ ასეთი დონის მუსიკოსი ამ განხრით საქართველოს არ ყავს. ჩვენი მუსიკალური გემოვნებაც თანხვედრაში მოდის და გადავყწვიტეთ საერთო პროექტი გაგვეკეთებინა, კლიპი დეკემბერში გამოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, მე და გიორგის კიდევ გვაქვს რამდენიმე სამომავლო პროექტი რომელზეც ვმუშაობთ, მინდა წასვლამდე ბევრი რამ მოვასწრო.
სწავლის გარდა, ესპანეთთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– გეგმების დეტალურად დაწყობა არ მიყვარს რადგან რეალურად ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დაახლოებითი მონახაზი ყოველთვის მაქვს მიზნამდე მისასვლელი, სწავლის პარალელურად არ მოვწყდები სპორტს და მუსიკას, სიმღერებზე მუშობას იქაც გავაგრძელებ და ამ მხრივ პაუზა არ მექნება ნამდვილად. ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი გამოვა რაც ადამიანს მართლა უნდა და მჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების. ასევე რამდენიმე მუსიკალური ფესტივალი იგეგმება რომლის დეტალებს მეც ეტაპობრივად ვეცნობი და აუცილებალდ მივიღებ მონაწილეობას.
შენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია ვარჯიშს, ამ კუთხით თუ გაქვს სერიოზული გეგმები?
– უკვე ძალიან დამოკიდებული ვარ სპორტზე, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია რეჟიმი და სპორტი. ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. კი მაქვს გეგმები კერძოდ ბოდიბილდინგის ერთ-ერთ სახეობაში Men’s Physique-ში ვაპირებ წელს გამოსვლას და ამისთვის ვემზადები.
სად და როდის ჩატარდება Men’s Physique-ის შეჯიბრი?
– ჩატარდება თბილისში, 27 მაისიდან 30 მაისამდე, თუ არ ვცდები. ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი, წინა წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, იყო წელს შესაძლოა შეიცვალოს ადგილი.
ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები გაქვს, რომელია მათ შორის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ვფიქრობ მუსიკის გარეშე ყელაფერი აზრს დაკარგავდა, მათ შორის სპორტიც, ყველაზე დიდი გეგმები მაინც მუსიკას უკავშირდება.
პირად ურთიერთობებზე რას გვეტყვი?
– პირად ურთიერთობებს რაც შეეხება ვფიქრობ დიდი ხანი ცვლილებები არ იქნება, რადგან ამისთვის დრო ფიზიკურად არ მაქვს და ვცდილობ ეს ასაკი საქმეში გამოვიყენო რადგან ეს წლები ნამდვილად აღარ დაბრუნდება. ამიტომ პირადში სიცარიელეა სრული…
გუგა ლეჟავა