ცნობილი ტელეჟურნალისტის, ეკა ხოფერიას დისშვილი, ნატალია პაპუაშვილი, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე პოდიუმზე გამოვიდა. მან მონაწილეობა მიიღო პოპულარული ქართული ბრენდის, Mach & Mach-ის ახალი კოლექციის წარდგენაში. მომხიბვლელმა გოგონამ ერთ-ერთი ცისფერი ბრჭყვიალა კაბა წარმოადგინა.
ეკამ მისი ფოტო და ვიდეოები გააზიარა და დაწერა: „ჩვენი გოგოს პირველი გამოსვლა“. ფოტოს ძალიან ბევრი დადებითი შეფასება მოჰყვა. ყველა ხაზს უსვამს ნატალიას გარეგნულ ღირსებებს.