მსახიობი ეკა ნიჟარაძე საკმაო ხანია, სოფელში გადავიდა საცხოვრებლად. „დილა მშვიდობისა, საქართველო“ მას კახეთში ესტუმრა და ჰკითხა იმის შესახებ, როგორ უვლის თავს.
ეკა ნიჟარაძე:
„პანდემიიდან გამომდინარე, გადმოვინაცვლე სოფელში. ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ არის სიწყნარე, სიმშვიდე. ჩემი დილა იწყება ლიმონიანი წყლით. როცა თეატრი მუშაობდა, სულ მიწევდა მაკიაჟის კეთება. ბოლო ერთი წელია, გავჩერდით, სპექტაკლი აღარ არის. რატომღაც გამიჩნდა ბუნებრივი მოთხოვნილება, მიმეხედა ჩემი კანისთვის. ჩემმა შვილმა გამომიწერა ბუნებრივი აქსესუარები ნატურალი ქვით, რასაც თითქმის ყოველდღე ვიყენებ. ვგრძნობ, რომ განსხვავებულად გამოვიყურები და ამას ყველა აღნიშნავს…
თმა არის ჩემი სიამაყე და არ ვიღებავ. რა თქმა უნდა, მაქვს ცოტა ჭაღარა, მაგრამ ამას არ ვაქცევ ყურადღებას და არც ვაპირებ შეღებვას, როცა ასი წლის მერე გავჭაღარავდები, ვიქნები სულ ჭაღარა, რადგან ძალიან მომწონს ქალბატონები, რომლებიც გამოიყურებიან თავისი ასაკის შესაბამისად…“