თაკო ჩხეიძის ბრენდი Blooms-ი მომხმარებელს ახალ, გაზაფხული/ზაფხულის კაფსულა კოლექციას სთავაზობს. ის, რაც მუდამ მოდური და საინტერესო იქნება – ესაა კოლექციის მთავარი ხაზი და სათქმელი.
თაკო ჩხეიძე:
Blooms-ის ახალ კაფსულა კოლექციას ფერებისა და ნაჭრების სინთეზი გამოარჩევს. მზიანი დღეების განმავლობაში ტილოს ნაჭერი ძალიან კომფორტული და ესთეტიკურია, შესაბამისად, ახალ კოლექციაში პასტელური ფერებით შთაგონებულ, ტილოს ნაჭრებით შექმნილ სხვადასხვა სტილის ორეულებს შეხვდებით.
მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალ კოლექციაში აბრეშუმისა და შალნარევი მატერიების ბლუზებსაც ნახავთ. Blooms-ის მთავარი უპირატესობა კლასიკური მიმართულების ტრენდული მხარეა, რომელიც უძლებს დროს და ნებისმიერ სეზონზე მოთხოვნადი და ელეგანტურია.
შეგახსენებთ, რომ ბრენდი განსხვავებულ მომსახურებასსთავაზობს მომხმარებელს: ე.წ. Made To Measure გულისხმობს მსოფლიოში წამყვანი ქსოვილების მწარმოებელი კომპანიების კატალოგებიდან სასურველი ქსოვილისა თუ ფურნიტურის შეკვეთისა და გამოწერის შესაძლებლობას და ნებისმიერი სტილის მოდელის თავად შერჩევის საშუალებას. შერჩეული მოდელი ექსკლუზიურად მომხმარებლისთვის მზადდება Blooms-ის მიერ.
მოდელი: ანასტასია ანტონიუკი